12 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლისათვის ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი ინიციატივებისა და სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა სოლომონ პავლიაშვილმა.