ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ სფეროში არსებული საქმეები დახურულად

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ სფეროში არსებული საქმეები დახურულად

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დასკვნით რეზოლუციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის განცხადებით, მინისტრთა კომიტეტის აღნიშნული რეზოლუცია არის შედეგი იმ თანმიმდევრული და წარმატებული რეფორმის, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად განხორციელდა.

2014 წლის 12 ნოემბრის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დასკვნითი რეზოლუციით აღსრულებულად გამოცხადდა და დაიხურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას შეეხებოდა.

მინისტრთა კომიტეტის აღნიშნული რეზოლუციით დადებითად შეფასდა 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა სისტემაში და კერძოდ, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტების კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად განხორციელდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ საჩივრები ბოლო 2 წელიწადში 60%-ით შემცირდა, ეს არის შედეგი იმ თანმიმდევრული და წარმატებული რეფორმის, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა და უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა.

აღნიშნული რეფორმის შედეგად ათასობით პატიმარმა ისარგებლა იმავე სამედიცინო მომსახურებით, რომლითაც ყველა მოქალაქე სარგებლობს. დაიწყო C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესი, 10-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება, შემცირდა სიკვდილობის მაჩვენებელი, დაიწყო სუიციდის პრევენციის პროგრამა და გაიხსნა ორი სამედიცინო ცენტრი. სახეზეა სხვა ბევრი დადებითი ცვლილებაც.

მსურს მოგახსენოთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა განვითარების გეგმა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ და სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და პენიტენციური სისტემის რეფორმირებაზე“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა.