ღამით, 4 საათის განმავლობაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან

ღამით, 4 საათის განმავლობაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და „რუსთავის წყალთან"დაკავშირება დროებით შეუძლებელი იქნება

კომპანიებთან - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და „რუსთავის წყალი" - დაკავშირება, დღეს, ღამის 12 საათიდან, მომდევნო ოთხი საათის განმავლობაში, დროებით შეუძლებელი იქნება.

შეფერხების მიზეზი  სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებაა, რასაც ორივე კომპანია, მომხმარებლისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, სპეციალურად,  სამუშაო კვირის ბოლოს, ღამის საათებში ჩაატარებს. აღნიშნული გეგმური სამუშაოების შესრულებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და „რუსთავის წყალი" მხოლოდ ოთხ საათს მოანდომებს.

შესაბამისად, დღეს, ღამის 24:00 საათიდან 15 ნოემბრის დილის 04:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და „რუსთავის წყლის" ელექტრონული საკომუნიკაციო არხები. შესაბამისად, თბილისელები და რუსთაველები ვერ ისარგებლებენ კომპანიების გარკვეული სერვისებით, კერძოდ, ვერ დაუკავშირდებიან:

·         ცხელ ხაზს - 15 ნოემბრის 00:30-დან 02:30 საათამდე

·         ბილინგის სისტემას და ვერ შეძლებენ და წყალმომარაგების საფასურის დაფარვას - 24:00-დან 04:00 საათამდე

·         „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ ვებგვერდს.

უკლებლივ ყველა სერვისი აღდგება 15 ნოემბრის გამთენიის 04:00 საათიდან.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  და „რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდიან თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას მოსალოდნელი დიკომფორტისთვის და განმარტავენ, რომ სერვერული ინფრასტრუქტურის განახლება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.