სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, შპს "JAGARAA"-ს აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ანტისანიტარია, ძაღლები ობიექტში, კოროზირებული საგნები და მოწყობილობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის არასათანადო ტემპერატურით დამუშავება და შენახვა, სურსათთან შეხებაში მყოფი მოწყობილობები დასუფთავება-დეზინფიცირების გარეშე.
შპს "JAGARAA" საწარმოო პროცესის განახლებას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.