ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ჟურნალისტებს დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროგრამაში დიდი აქცენტებია გაკეთებული ადგილობრივ თვითმმართველობებზე, ასევე, პრიორიტეტებად დასახელებულია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.