საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ( KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ლარს ოერმენთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა KFW-ს ინიციატივით გაიმართა. გერმანიის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო სოლიდური თანხები.
KFW-გადაწყვეტილებას სამელიორაციო სისტემების დაფინანსების კუთხით, 2015 წელს მიიღებს, მას შემდეგ, როდესაც დეტალურად გაეცნობა კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონოსძიებებს.
კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, ლარს ოერმენს სამელიორაციო სისტემებზე არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
a