15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში".
კვირეული სტარტს 15 ნოემბერს, წავკისში აიღებს, სადაც გაიმართება ღონისძიება, რომელიც მოიცავს წავკისის სატყეო მეურნობის დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ WWF -ის წარმომადგნლები.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი და მერიის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად გადაეცემა საჩუქარი და სერთიფიკატი.
ტყის კვირეულში ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.