კომპანია „რუსთავის წყლის

კომპანია „რუსთავის წყლის" განცხადება

დღის განმავლობაში, ქ. რუსთავის მოსახლეობა სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს - კომპანია „რუსთავის წყალმა" ხრამის სათავო ნაგებობაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელზე დაგეგმილი  სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გარკვეული დროით გადადო.

შესაბამისად, დღეს დილიდან, რუსთავის მოსახლეობა სასმელი წყლით ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მარაგდება.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება „რუსთავის წყალმა" წყალსადენის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად გადადო, რაც ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელზე კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული კი, კომპანიის მხრიდან, სათანადო მომზადებას საჭიროებს.