სოფელ გლდანში, წყლის ახალი მაგისტრალური მილი ექსპლუატაციაში გაეშვება

სოფელ გლდანში, წყლის ახალი მაგისტრალური მილი ექსპლუატაციაში გაეშვება

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახალი მაგისტრალური მილი გაიყვანა. ახალმა მილმა უკვე გაიარა ტექნიკური ტესტირება და მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად. წყალსადენის სისტემასთან ახალი მილის მიერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან განახორციელებს, ეს კი აუცილებლად მოითხოვს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას.

მაგისტრალური მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვებისა და მისი მოქმედ ქსელთან მიერთების მიზნით, დღეს დილის 10 საათიდან ხვალ, დილის 10 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, მუხიანის სამხედრო დასახლებასა და „აგარაკებს" ცენტროლიტის, კონიაკის, გლდანულას, გაზისა და ბერთუბნის დასახლებებს ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს თემქის III მ/რაიონს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას და ,,ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, ხვალ დილის 10 საათიდან, ახალი მილის არსებულ ქსელთან მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე.