3 ნოემბერს, თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში 4S–ის ტესტი გაიარა აპლიკანტების პირველმა ნაკადმა, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის 77 სტუდენტისგან შედგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტესტი სტუდენტების წამახალისებელ აქტივობას წარმოადგენდა და მათი მომავალი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
მთლიანი ტესტირების საშუალო შედეგმა 764 ქულა (განსაკუთრებულად ნიჭიერი) შეადგინა, მათ შორის ქულების განაწილება და შეფასება კი ასეთი აღმოჩნდა:
22 ,,ნიჭიერი', საშუალო შედეგით 715 ქულა;
38 ,,განსაკუთრებულად ნიჭიერი', საშუალო შედეგით 796 ქულა;
10 ,,მაგისტრი', საშუალო შედეგით 878 ქულა;
სპეციალისტთა და ექსპერტთა შეფასებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსტეტის სტუდენტებმა ტესტირება წარმატებით გაირეს და გამორჩეულად მაღალი შედეგი აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა (IDAC ) პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის „4S („ფორესი“) - ოთხი უნარი“ პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართა.
4S („ფორესი“) სთავაზობს მომხმარებელს ცოდნასა და ზოგადი უნარების გადამოწმების შესაძლებლობას ელექტრონული ტესტირების მეთოდით ქართულ ენაზე. ეს არის პირველი ქართულენოვანი ტესტების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა პიროვნების უნარი 4 სხვადასხვა მიმართულებით შეფასდეს. კერძოდ, მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმის და გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელიც ერთიანობაში პიროვნების სამუშაო უნარს სრულყოფილად შეაფასებს.
”ფორესი” უნიფიცირებული და სტანდარტიზირებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პიროვნებები, ასევე დამსაქმებლები. ტესტი საშუალებას აძლევს სამსახურის მაძიებელ და კარიერული წინსვლით დაინტერესებულ პიროვნებებს, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო დამქირავებელს ეხმარება კადრის შერჩევისას უფრო სწრაფი და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში