ვიცე-პრემიერი/ენერეგტიკის მინისტრი კახა კალაძე, სასტუმრო“ რედისოლ ბლუ ივერიაში“, სს „დარიალი ენერჯი“-ს დირექტორს ზურაბ ალავიძესა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნანდიტა ფარშადს შორის ფინანსირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო.
ხელი მოეწერა ფინანსირების ხელშეკრულებას 80 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გამოყოფის შესახებ, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებაზე, რაც წარმოადგენს პირდაპირი პროექტის ფინანსირების და წარმატებული საზოგადოებრივი კერძო პარტნიორობის პირველ პროექტს საქართველოს ენერგო-სექტორში.
„დარიალჰესის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის დეკემბერში იგეგმება. „დარიალიჰესის “ დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია . წლიური გამომუშავება 510 მლნ.კვტ/სთ. სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 124 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის მუნიციპატიტეტში მდინარე თერგზე შენდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 300-მდე ადგილობივი მოსახლე , ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე შეიქმნება 20 მუდიმივი სამუშაო ადგილი.
დარიალი ჰესი იქნება ერთსაფეხურიანი, მდინარის დინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური. ამგვარი სტრუქტურა გამორიცხავს მდინარის ზედა ნაწილის დაგუბებას და ამცირებს მასთან ასოცირებული მშენებლობის მაშტაბებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას როგორც მოკლევადიან, ასვეე გრძელვადიან პერსპექტივაში.