„თიბისი“ ლიზინგი 4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხით დაფინანსდება

„თიბისი“ ლიზინგი 4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხით დაფინანსდება

სესხს „თიბისი“ ლიზინგისათვის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი გამოყოფს.

მოზიდული თანხით „თიბისი“ ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნეს-ორგანიზაციებს დააფინანსებს.

ხელისმომწერ მხარეებს შორის არიან „თიბისი ბანკის „ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი“ ლიზინგის დირექტორი ნანა მიქაშავიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იჰსან უღურ დელიკანლი.