მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისთვის, ოჯახური ძალადობისა და მისგან დაცვის საკანონმდებლო მექანიზმების საკითხებზე, ტრენინგი ჩატარდა.
პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკი ტრენინგზე პირობით მსჯავრდებულებს ესაუბრა ძალადობის სახეების, მსხვერპლისა და მოძალადის მახასიათებლების შესახებ, ხოლო პრობაციის ოფიცერმა მიმოიხილა ოჯახური ძალადობისგან დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა და ამ ტიპის დანაშაულისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო კამპანია „არა ოჯახურ ძალადობას" მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან დაიწყო. საინფორმაციო ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ გურიის, ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს. უახლოეს მომავალში ტრენინგების ციკლი ყველა რეგიონში ჩატარდება.