ლიბერთი ბანკმა მრავალფუნქციური, ინოვაციური EASYPAY ტერმინალი შექმნა

ლიბერთი ბანკმა მრავალფუნქციური, ინოვაციური EASYPAY ტერმინალი შექმნა

ლიბერთი ბანკმა მრავალფუნქციური, ინოვაციური EASYPAY ტერმინალი შექმნა, რომლის გამოყენებითაც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს შეუძლიათ მოიზიდონ მეტი მომხმარებელი, შესთავაზონ მათ სხვადასხვა სახის მომსახურება და გაზარდონ შემოსავლები.

EASYPAY ტერმინალის გამოყენებით, პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ ბანკში მიუსვლელად გააგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები საქართველოს მასშტაბით, გადაიხადონ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები. ამასთანავე, მომხმარებელს ანგარიშსწორება შეუძლია როგორც ნაღდი ფულით, ასევე ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული VISA, MASTERCARD, Union Pay International ბარათებით. დამატებით, ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული 1.4 მილიონზე მეტი ადგილობრივი PAY  ბარათით.

EASYPAY ტერმინალის საშუალებით სავაჭრო ობიექტები საბანკო ბარათებით გადახდებს მიიღებენ თანამედროვე სწრაფი ტერმინალით, რომელზეც გადასახდელი თანხის ოდენობა ავტომატურად, სავაჭრო ობიექტის მოლარის დამატებითი ჩარევის გარეშე აისახება. ტერმინალზე შესაძლებელია ასევე უკონტაქტო გადახდის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ბარათს აქვს უკონტაქტო გადახდის ფუნქცია.

ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს EASYPAY ტერმინალზე ბარათით გადახდის დროს, ლიბერთი კლუბში გაზრდილი რაოდენობის ქულები უგროვდებათ. შესაბამისად, მომხმარებელი მოტივირებულია რომ გადაიხადოს სწორედ EASYPAY-ს პარტნიორ ობიექტებში (გაიგეთ მეტი www.lbclub.ge).

სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობისა და გაყიდვების ზრდასთან ერთად, EASYPAY-ს პარტნიორი ობიექტი დამატებითი შემოსავლის სახით მიიღებს საკომისიო შემოსავალს თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან. შესაბამისად, რაც უფრო მეტ მომხმარებელს მოემსახურება EASYPAY ტერმინალი, მით უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალება აქვს EASYPAY-ს პარტნიორ ობიექტს.

EASYPAY-ს ახლო მომავალში ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, ხოლო ტერმინალის ფუნქციონალის განახლება ძალიან მარტივია, პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის Google Play-დან ჩამოტვირთვით.

EASYPAY ტერმინალის განთავსება შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ამისათვის საკმარისია შეავსოთ შესაბამისი ფორმა ვებ გვერდზე: http://libertybank.ge/EasyPay ან დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს: 0322555500