სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა. მინისტრმა შიდა ქართლისა და მცეხათა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა - 40 მოტობლოკი და 65 ხელის სათესი გადასცა. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, სოფლის მეურნეობის საინისტროსა და დონორი ორგანიაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერით, სახელმწიფო გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონებში, რადგან კოოპერაციის განვითარება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას განაპირობებს.კოოპერაციის წახალისების მიზნით, სახელმწიფო მხარდამჭერ ღონისძიებებს მომავალშიც განაგრძობს“ -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, იტალიური წარმოების 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის სათესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თვითღირებულების მხოლოდ 23%-ის გადახდის პირობით გადაეცემა. მოტობლოკები გაიცემა კომპლექტში და მოიცავს მოტობლოკს, სათიბს, გუთანს, კულტივატორსა და ხელის სათესს. ერთ კომპლექტზე დამატებით ერთი ხელის სათესი, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაეცემა ისეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა: ყველა მეპაიე არის დევნილი, ან/და ეკომიგრანტი; საქმიანობის ადგილი არის მაღალმთიანი რეგიონი; საქმიანობის ადგილი არის საზღვრისპირა ზოლში; საქმიანობის ადგილი არის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემის პროცესი 18 ოქტომბრიდან აქტიურად ხორციელდება. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის შემდეგ, პროგრამა სხვა რეგიონებსაც მოიცავს. 37 მოტობლოკის კომპლექტი და დამატებით 34 ხელის სათესი მცირეგაბარიტიანი ტექნიკა წალკის რაიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს უკვე გადაცეცა.
კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ტექნიკის შემდეგ, საოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და სამინისტროს პრიორიტეტებზე ესაუბრა.