31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმსა და ფოთში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები დაესწრნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობას მიეძღვნა. უნივერსიტეტის მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხესა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
შავი ზღვის დაცვის დღეს სანაპირო ზოლის მოწესრიგებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს ფოთელმა პრობაციონერებმა და მათმა ოფიცრებმა. აქციის მონაწილეებმა მალთაყვის სანაპირო საყოფაცხოვრებო და ზღვიდან გამორიყული ნარჩენებისგან გაწმინდეს.