ოთარ დანელიას  ინიციატივა

ოთარ დანელიას ინიციატივა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომისიონერს, გიულა ბუდაის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კატალინ ტოსის შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნგრეთის მხარეს თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. აღნიშნული ჯგუფი ფოკუსირებული იქნება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხებზე, კერძოდ, მიწის რეფორმირება და მიწის რესურსების მენეჯმენტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბრენდინგი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ქართულის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიკვლევადობის სისტემის დანერგვაში უნგრეთის გამოცდილების გაზიარება.

„უნგრეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთმა 8 მლრდ ევროს ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან აგარარულ სექტორში თანამშრომლობის განვითარება და ვფიქრობთ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების რეალიზაციას“, - განაცახდა კატალინ ტოსმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.