28-31 ოქტომბერს ქ. თბილისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მერუნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: "ცოფის გავრცელების შემცირება, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება OIE-ს სტანდარტების მიხედვით." აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ რეგიონებიდან მუნიციპალური სამსახურის და ცხოველთა თავშესაფრების თანამშრომლები.
შეხვედრის მიზანი იყო სტრატეგიის შემუშავება რომელიც უზრუნველყოფს დაავადების კონტროლსა და უსახლკარო ძაღლების პოპულაციის შემცირებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სტრატეგია განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ვეტერინარულ ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დონორ თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: ცოფის კონტროლის პარამეტრები, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეკომენდაციები უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტის მეთოდები და სტრატეგია, უსახლკარო ძაღლების საკითხები (ჯანმრთელობა, ჰიგიენის პრობლემები), თავშესაფრები, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მნიშვნელობა, რეკომენდაციები საშიში ძაღლებისთვის, კანონმდებლობა და ცოფის მდგომარეობა საქართველოში.
სამუშაო შეხვერდა მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობასაც, რომელიც გაიმართა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში. მონაწილეებმა უსახლკარო ძაღლების დაჭერის უსაფრთხო და ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოცდილი მეთოდები აითვისეს. პრაქტიკული სამუშაო ჩაატარა ინგლისელმა ექსპერტმა უსახლკარო ცხოველების კონტროლის საკითხებში- ბრაიან ფოლკნერმა მან მონაწილეებს ძაღლის დაჭერის საკუთარი მეთოდები გააცნო. ასევე ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებით აგრესიულ ძაღლებზე თუ როგორ უნდა მოხდეს მათი დაჭერა ჰუმანური მეთოდით ,ისე რომ ცხოველმა არ მიიღოს ფსიქოლოგიური სტრესი.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგნეტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე, ასევე მუნიციპალიტეტიბის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.