სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში სათანადო წესით აღებული და გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,კედარის" (გამოშვების თარიღი 04.10.2014) წარმოებული გაყინული ქაბაბი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე , აღებული ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი". რაც, გახდება საწარმოს არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი.
შპს ,,კედარს" დაევალა 4 ოქტომბერს წარმოებული პროდუქციის ქსელიდან ამოღება,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი დააჯარიმა 1000 ლარით.
"ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "კედარის" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (გაყინული ქაბაბი - გამოშვების თარიღით 04.10.2014) არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის პროდუქციის რეალიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო საჭიროების მიხედვით დამატებით მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის აღმოსაფხვრელად.