ბიზნესის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია". ნომინაციაში - „საინვესტიციო მიმზიდველობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური პასუხისმგებლობა" - გამარჯვებული თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია და მისი გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.
2013 წლის მანძილზე, ბიზნესსექტორში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური პრიზი და სიგელი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელს გუშინ საღამოს, წარმატებული ბიზნესკომანიების რიგით XV ბიზნესდაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცა.
რიგით XV ბიზნესდაჯილდოვებამ 2013 წლის საუკეთესო 30 ბიზნესკომპანია გამოავლინა, რომელთა შერჩევა სპეციალურად მიწვეულ ექსპერტთა შეფასებით მოხდა. ცერემონიალი მთაწმინდის პარკში, „ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში", მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია ,,გორბის" ორგანიზებით გაიმართა.