შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების მოწესრიგებაზე, რეგიონში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, რომელსაც კომპანია სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში ახორციელებს. კომპანიის დირექტორმა გამგებლებისგან მათ რაიონებში არსებულ პრობლემებზე მიიღო ინფორმაცია.

 ამ დროისთვის, რეგიონში გაწმენდილი და მოწესრიგებულია 29,8 კმ მაგისტრალური და გამანაწილებელი არხები. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  დასრულდა ორლოვკა-სპასოვკის არხის რეაბილიტაცია. შედეგად, 2780 ჰა სავარგულის მორწყვაა შესაძლებელი.     მიმდინარეობს ალმალო-მურჯახეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწიებელი არხების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლომა-ტურცხის  მაგისტრალურ არხზე. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2820 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი.