სომელიე  ჟერარდ ბასე  „თამადას“ ღვინოებს დააგემოვნებს

სომელიე ჟერარდ ბასე „თამადას“ ღვინოებს დააგემოვნებს

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო თამადას მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ტრადიციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.

24 ოქტომბერს, 11: 00 საათზე მთაწმიდის პლატოზე, ლაუნჯ ბარში „ფუნიკულიორი“ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც  ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ჟერარდ ბასე და ღვინო თამადა აღნიშნულ ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს. რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მოხმარები კულტურის გაზრდას საზღვრებს გარეთ.   ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე  შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან  თანხვედრაშია და ექსკლუზიურად ღვინო თამადას გემოვნურ თვისებებს ერგება.

ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, ქართველ შეფ მზარეულებთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და  გემო უკეთ შევიგრძნოთ.

ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა.  შეფ მზარეულად და სომელიედ განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ  1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაში მეორე ადგილზე გავიდა  (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული , მნიშვნელოვანია, რომ სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება). 

ჟერარის კარიერის მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ტალანტების  აღმოჩენის და მათი მხარდაჭერისა და შთაგონების უნარი. მან ბარმენებისა და სომელიეების ხალგაზრდა თაობა გამოზარდა, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც ჟერარი უაღრესად ამაყობს.  2011 წლის ივნისში ჟერარი დედოფლის დაჯილდოების საპატიო სიაში იყო შეტანილი და OBE მიიღო პრინცესა ანასგან 2011 წლის ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ეს მისი და მისი ოჯახისთვის უაღრესად ღიშესანიშნავი მომენტი იყო.