საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს საქართველოს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევებისა და პრობლემატური საკითხების გამოვლენა წამოადგენდა.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები მაღალი რგოლის საჯარო მოსამსახურეებთან, მათ შორის მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებთან, საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოსამსახურეებთან, სსიპ-ის ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში 20 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ასევე შედგა საქართველოს საჯარო სამსახურის კონცეფციის წარდგენა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს საჯარო და არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.