სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მართავს ტრენინგს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისათვის.
ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული არიან უნგრეთის მცენარეთა ჯანმრთელობის მთავარი ოფიცერი, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის კონსერვაციის სამმართველოს წარმომადგენელი.
უნგრელი ექსპერტები წარმოადგენენ ევროსაბჭოს დირექტივა N128/2009-ით განსაზღვრული პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხებს, როგორიცაა მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მენეჯმენტი, ეროვნული სამოქმედო გეგმა, რეგულაციები და ა. შ.
ტრენინგის მიზანია საქართველოში პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.