22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმის თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის, აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული 30 ნამუშევარი. გამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში 7 ნოემბრის ჩათვლით დარჩება.
აკაკი ჯაში ახალგაზრდა მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსია; არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი, მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.
ნამუშევარი აქვს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების: "ომი და ქორწილი" (რეჟისორი ზ.კოლელიშვილი) და"ჩაიკა" (რეჟისორი მიგელ ანხელ ხიმენესი) მხატვრობაზე.