130 კგ კარტოფილი, 70 კგ შქარი, 110 ცალი პური, 55 კგ ფქვილი, 45 კგ ბრინჯი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს
რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ „საკვების საერთაშორისო დღე“ აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით „ფუდპანდამ“ ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების გარდა, სოციალურ აქციაში მონაწილეობაც შესთავაზა სახელწოდებით „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით!“
ამ დღესთან დაკავშირებით, ფუდპანდამ, მობილური და ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისმა, "შენ ამბობ, ჩვენ ვაძლევთ" სახელწოდების კამპანია გამართა მსოფლიო კვების დღის ფარგლებში.
ფუდპანდა ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს შემდეგი პროდუქტებით: კარტოფილი, ბრინჯი, შაქარი, პური, ფქვილი. მზრუნველმა მომხარებელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, აირჩია ვებგევრდზე თუ რა პროდუქტით სურდა დახმარება და ფუდპანდა გამოხმაურებების რაოდენობის მიხედვით არჩეულ პროდუქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო / First Step Georgia"-ს გაუგზავნის.
მომხმარებლის აქტიურობამ გაამართლა: 130 კგ კარტოფილს, 70 კგ შქარს, 110 ცალ პურს, 55 კგ ფქვილს, 45 კგ ბრინჯს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები მიიღებენ.
16 ოქტომბერი - საკვების საერთაშორისო დღეა ანუ ყოველწლიური ქმედება შიმშილის წინააღმდეგ. ამ დღეს მთელს მსოფლიოში ყველა ერთიანდება საერთო მიზნისთვის: შეიტანოს წვლილი შიმშილის აღმოფხვრაში. ჩვენს მდიდარ პლანეტაზე, 805 მილიონი ადამიანი - ანუ ყოველი მეცხრე დედამიწაზე - მუდმივ შიმშილში ცხოვრობს. FAO-ს კვლევებზე დაყრდნობით:
- დედამიწაზე მოშიმშილეთა 60% ქალია;
- ყოველწლიურად თითქმის 5 მილიონი ბავშვი 5 წლის ასაკის დაბლა იღუპება, შიმშილიანობის მიზეზებით;
- 10-იდან 4 ბავშვი ღატაკ ქვეყნებში განიცდის შიმშილიანობას, რაც ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს.