კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ჟვანიას მოედანზე (ყოფ. გაგარინის მოედანი) გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. დღეს, გამთენიას, ავარიულად დაზიანდა მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალური ქსელი. კომპანია დილის 5 საათიდან, შეუდგა სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარებას მოედანზე გამავალ 900 მმ-იან და 300 მმ-იან ქსელებზე, რამაც აღნიშნული მაგისტრალების წყლისგან დაცლა მოითხოვა. შესაბამისად, წყალმომარაგება დილიდან ჰქონდა შეწყვეტილი საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს. სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარების შედეგად, დაზიანებაა 300 მმ-იან მაგისტრალზე გამოიკვეთა.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჟვანიას მოედანზე გამავალ 300 მმ-იან ქსელზე უკვე მიმდინარეობს. ამის გამო, დღეს, 21 ოქტომბერს, 23:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს:
გაგარინის მოედანს, ვეძისის დასახლებასა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების მცირე ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, დღეს, 23:00 საათიდან, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).