საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის რეზოლუცია

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის რეზოლუცია

ბოლო პერიოდში მედიის საშუალებებით გავრცელდა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ მაკომპრომეტირებელი ცილისმწამებლური ინფორმაცია, მათ შორის, კავშირის მიერ გაქირავებული შენობის პირველ სართულზე არსებულ კაფე-ბარში, ვითომდა, საროსკიპოს არსებობის შესახებ.

კავშირის თავმჯდომარის მოთხოვნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარდა გამოძიება, რომელმაც დაადასტურა ბრალდებების უსაფუძვლობა, რაც ასახულია პოლიციის შესაბამის დასკვნაში. კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს - გამგეობის მიერ კი ცილისმწამებელთა წინააღმდეგ აღძრულია სასამართლო პროცესი.

მიმდინარე წლის სექტემბერში ტელეკომპანია „ობიექტივი“-ს გადაცემაში „მარადიული ფასეულობები“ კვლავ განახლდა ცილისმწამებლური ბრალდებები მიწვეული სტუმრების - კომპოზიტორთა კავშირის წევრების - ბარამ ბარამიძისა და ვაჟა აზარაშვილის მხრიდან. კერძოდ, ბარამ ბარამიძემ წარმოადგინა მათ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეტანილი წერილის ტექსტი მოთხოვნით, რათა შეჩერდეს ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კავშირისთვის დაბრუნების საკითხის განხილვის ყოველგვარი მცდელობა, ვინაიდან „კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა მოქმედებს თვითნებურად და ერთპიროვნულად, კავშირის წესდების სრული დარღვევით“.

ვაცხადებთ, რომ კავშირში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ფართის საიჯარო ხელშეკრულებების საკითხი, შემოქმედებითი პროექტები და სხვა, ხორციელდება კავშირის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ეჭვისაღმძვრელი უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება ართულებს თანამშრომლობას სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რომლებთანაც გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და მოლაპარაკებები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კავშირისთვის დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა აღშფოთებულია კავშირის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიით, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კავშირისათვის ზიანის მიყენებას. გამგეობა სასტიკად გმობს ყოველგვარ ცილისმწამებლურ და კავშირისა და მისი ხელმძღვანელობის რეპუტაციის შემლახველ ქმედებებს, როგორც კავშირის წევრთა, ასევე, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მხრიდან.

რეზოლუცია მიღებულ იქნა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომაზე.

რეზოლუციას ხელს აწერენ:

საქართველოს კომპოზიტორთა

შემოქმედებითი კავშირის

თავმჯდომარე:                                                ცაბაძე კახა (ხელმოწერა)

 

თავმჯდომარის მოადგილე:                        სიხარულიძე გომარი (ხელმოწერა)

 

თავმჯდომარის მოადგილე:                        ქავთარაძე მარინა (ხელმოწერა)

 

საქართველოს კომპოზიტორთა

შემოქმედებითი კავშირის

გამგეობის წევრები:                                       აზარაშვილი ვაჟა (სხდომას არ ესწრებოდა)

ბარამიძე ბარამი (სხდომას არ ესწრებოდა)

ბახტაძე ნინო (ხელმოწერა)

გოგუა ლიდია (ხელმოწერა)

ვირსალაძე მაია (ხელმოწერა)

კაკულია ლალი (ხელმოწერა)

კახიძე თეონა (ხელმოწერა)

ლომდარიძე ელიზბარი (ხელმოწერა)

მამალაძე ნათელა (ხელმოწერა)

მესხი ნინო (ხელმოწერა)

ნადარეიშვილი ზურაბი (ხელმოწერა)

ოიკაშვილი ზურაბი (ხელმოწერა)

ოძელი მიხეილი (ხელმოწერა)

ტორაძე გულბათი (ხელმოწერა)

შავერზაშვილი გიორგი (ხელმოწერა)

წულუკიძე თამარი (ხელმოწერა)

ხორავა რუსუდანი (ხელმოწერა)