20 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა, პრობაციის ეროვნულმა სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ხასიამ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, პრობაციის ოფიცერთა საბაზისო ტრენინგი გახსნეს.
თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროების 15 ოფიცერი, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების თემატიკაზე, საბაზისო პროგრამას 9 დღის განმავლობაში გაივლის.
პროგრამა მოიცავს პრობაციის სფეროს მარეგულირებელ ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიას, აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. პროგრამის გავლის შემდეგ, სწავლების მონაწილეებს ტესტირება ჩაუტარდებათ.