29 სექტემბრიდან, ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ მიერ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას სკრინინგ პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უტარდებათ.
აღნიშნული პროექტის განმავლობაში დაბა კაზრეთის მოსახლეობა და კომპანია „არემჯის“ თანსმშრომლები უფასოდ ჩაერთვნენ სკრინინგ პროგრამაში, რომლის დროსაც ქალბატონებისათვის მოხდა სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, ხოლო მამაკაცებისათვის წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი.
კვლევის შედეგები, ქვემო ქართლის რეგიონში კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ამ ერთჯერადი პროექტის გარდა კომპანია „არემჯის“ თანამშრომლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე 2007 წლიდან სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-შია დაზღვეული და ისინი სრულფასოვნად სარგებლობენ სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინბული მომსახურებებით.