არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ლიტერატურული კონკურსის შემაჯამებელი ეტაპი გაიმართა, სადაც რიჩარდ ბახის ნაწარმოების „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ განხილვა-პრეზენტაცია მოეწყო.
კონკურსის შედეგად გამოვლენილ 3 გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზები გადაეცა. წიგნებით დასაჩუქრდნენ ღონისძიების მონაწილე სხვა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც.
ლიტერატურული საღამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საპატრიარქოს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიტერატურული კლუბის“ მხარდაჭერით ჩატარდა.