„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

დღეს, 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელი პირები „საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის" მონაწილე 61 სტუდენტს პროგრამაში ჩართულობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადასცემენ. ასევე, გამოავლენენ პროგრამის მონაწილე იმ 15 ახალგაზრდას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" გააგრძელებს მუშაობას.