მობილური კავშირგაბმულობის კომპანია პარლამენტს უკვე მიღებული კანონის გადახედვის რეკომენდაციით მიმართავს.
„ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეონა ბაღდავაძის თქმით, კანონპროექტის იმ ნაწილში, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ინფორმაციის შენახვის ვალდებულებას აკისრებს, რამდენიმე ბუნდოვანი საკითხია.
"აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დიდ წინააღმდეგობაში მოდის უკვე არსებულ, მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან. იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მობილურ ოპერატორებთან მცირე კონსულტაცია იყო და ხშირად ჩვენ მხოლოდ საქმის კურსში გვაყენებდნენ, რამდენიმე პუნქტის დაკმაყოფილება ტექნიკურად შეუძლებელია. ჩვენი რეკომენდაციაა, გადაიხედოს კანონპროექტის ეს პუნქტები და პარლამენტში განსახილველად შევიდეს ახალი ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სატელეკომუნიკაციო კომპანიების მოსაზრებები", - აღნიშნავს თეონა ბაღდავაძემ.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები „მაგთიმ“ და „სილქნეტმაც“ გამოთქვეს.