საქართველო ღვინის სამშობლოა. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ვაზის კულტივირება და ღვინო გასინჯეს. არქეოლოგებმა საქართველოში 8000 წლის ღვინის კერამიკულ დოქებში იმავე პერიოდს მიკუთვნებული „შულავერის“ ჯიშის წიბწები აღმოაჩინეს. წამყვანი არქეოლოგებისა და ღვინის სფეროს სპეციალისტების აზრით საქართველოში ღვინის ისტორია 8000 წელს ითვლის.
საქართველოს ისტორია, კულტურა და ცხოვრების წესი ქართულ ღვინოშია განსახიერებული. იგი სტუმართმოყვარეობის, მეგობრობისა და მარადიულობის სიმბოლოა. ქრისტიანობა საქართველოში წმინდა ნინომ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში განამტკიცა და ქრისტიანობის სიმბოლო ვაზისგან დამზადებული ჯვარი გახდა. ვაზის გამოსახულება საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში შექმნილი რელიგიური და ისტორიული შენობებისა და საგნების უმეტესობაზეა ასახული. მსოფლიოში ვაზის 4000 სახეობა არსებობს, სადიანაც 500-ზე მეტი უნიკალური ქართული ვაზის სახეობაა.
ქართული ღვინის კულტურაზე, ტრადიციებზე, ქართულ სუფრაზე „თამადის“ ფენომენის მნიშვენლობაზე გვესაუბრება კომპანია „GWS”-ის ღვინო „თამადა“ -ს ბრენდ მენეჯერი ნატა კანდელაკი.
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია “GWS”, 1993 წელს შეიქმნა. კომპანიის მისია საუკეთესო ხარისხის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის იმიჯის შექმნა იყო. რაც წარმატებით განახორციელა წლების განმავლობში. 2001 წლიდან კომპანია ფლობს სამ ძირითად ღვინის ბრენდს “თამადა” , “ძველი თბილისი” და „ადამანტი. “თამადა” წარმოადგენს ადგილწარმოშობის და ჯიშური პრემიუმ კატეგორიის ღვინის ასორტიმენტს, “ძველი თბილისი” წარმოადგენს მაღალი ხარისხის სუფრის ღვინოს და „ადამანტი“ ცქრიალა ღვინის კატეგორიას. კომპანიის ბრენდები შექმნის დღიდან წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთი,უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია,ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იაპონია, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და ა.შ.დღემდე ღვინო თამადა ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია საექსპორტო ბაზარზე.
2013 წლის, სექტემბერში , ღვინო “თამადა”, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ეტიკეტითა და ახალი ენთუზიაზმით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე.
დღესდღეობით თამადას პორტფელი თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან შედგება. მათ შორის არის 6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო.
რატომ სახელწოდება „თამადა’?
ეს სახელი ბრენდისთვის ჯერ კიდევ 2001 წელს შეირჩა. ქართული სუფრა და ქართული ღვინო განსხვავებით სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან ურთიერთობებთან არის ასოცირებული. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და თამადის გარეშე. ქართული სუფრის გაძღოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგანაც სუფრის ყველა მონაწილეს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს, ურთიერთობების ხელშეწყობა უნდა მოხდეს და სხვადასხვა საკითხების წამოწევისა და მსჯელობის გზით ადამიანებს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს. თამადა ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო ემოციურს ხდის და სუფრის მონაწილეებს ერთმანეთთან აახლოებს. კარგი თამადა მოიზარება როგორც კარგი ღვინის მცოდნე. ბრენდი თამადა სწორედ ასეთი ღვინის ერთობლიობას წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ. თამადობა ემოციების გაზიარების ხელოვნებაა, რომელიც ქართულ სუფრაზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ბრენდის ძირითადი იდეა რაში მდგომარეობს?
თამადა, ანუ ქართული სუფრის ლიდერი ყოველთვის მოიაზრება, როგორც რესპექტაბელური, ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც სუფრის მართვის უნარი გააჩნია. თამადის ძირითადი ინსტრუმენტი სადღეგრძელოა, რომელიც მას სხვადასხვა იდეების წამოწევის საშუალებას აძლევს, რაც სუფრას უფრო საინტერესოს ხდის. სიტყვა „თამადა“ სუფრის თავს ნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ფიგურის მნიშვნელობას. თამადა არასოდეს არ დგებოდა ფეხზე სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სუფრა ყოველთვის საუბრისა და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბების ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა რომ დღეს, წვეულებაზე თუ მეგობრების შეკრებაზე, თამადას ფენომენი ოდნავ სახეშეცვლილია. ვფიქრობ რომ ეს არის ტრადიცია რომლის გარეშეც ქართული სუფრა წარმოუდგენელია.
„თამადის“ ეტიკეტზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ნახატის ,,ხუთი თავადის ქეიფის” ფრაგმენტი. ფიროსმანი, ისევე როგორც ქართული ღვინო უნიკალურია, თვითმყოფადი და გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი ხასიათით. შესაბამისად გამოხატავს ქართული ღვინოების განსხვავებულობას და ამავე დროს მათ წარმოშობას უსვამს ხაზს.
ბრენდი „თამადას“ პროტფელში რამდენი სახის ღვინო შედის?
ბრენდი „თამადას“ პორტფელში გვაქვს 10 სახეობის ღვინო,როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ღვინოები.მათ შორის არის 6 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი)
ღვინის წარმოებისთვის ყურძნის შერჩევაც განსაკუთრებულად ხდება...
ჩვენი ვენახების უდიდესი ნაწილი 15-25 წლისაა.
ყურძენი ნაზად იკრიფება, და საგულდაგულოდ ირჩევა. ამის შემდეგ ტრანსპორტირდება საშუალო ზომის ყუთების მეშვეობით და მაქსიმუმ 25 წუთის განმავლობაში ხვდება ქარხანაში. ტრანსპორტირების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ ყურძენი მოვარიდოთ მზესთან ახლო კონტაქტს რათა მარცვალი არ დაზიანდეს.
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის მოწვევით საქართველოს ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. მოკლედ მოგვიყევით ამ ვიზიტის შესახებ...
24 ოქტომბერს, საქართველოს ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. ბ-ნ ჟერარდ ბასე არის მსოფლიო ჩემპიონი სომეელიეებს შორის. ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინის ტრადიციების გაცნობა, ტრადციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს. ჟერარდ ბასე, რომელიც აღნიშნულ ტურს მსოფლიოს სვადასხვა ქვეყანაში მართავს, საქართველოში სტუმრობის ფარგლებში „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოებიდან 4 სახეობას: წინანადალს, მუკუზანს, ქინძმარაულსა და ფიროსმანს დააგემოვნებს. ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ ეკრძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და სასმლის გემოვნურ თვისებებს ერგება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვაც მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.