ცნობილი ქართველი მხატვრები  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად

ცნობილი ქართველი მხატვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად

 „გალა გალერეაში“  ცნობილი ქართველ  მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.  გამოფენის ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“.  საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული იყვნენ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე მხატვრები.  გამოფენაზე დასწრება და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო

ღონისძიების მიზანს, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარება წარმოადგენდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  17 ცნობილი ქართველი მხატვრის 55 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: თუთუ კილაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთი დავლიანიძე, კოტე ჯინჭარაძე, ცისია კილაძე, ნინო ჭილაშვილი, მურთაზ შველიძე, ვატო წერეთელი, უშანგი ხუმარაშვილი, ზურა აფხაზი, კოტე სულაბერიძე, ზურაბ გიკაშვილი, კოკა ცხვედიანი, მურთაზ შველიძე, მიშა გოგრიჭიანი, თემო ჯავახიშვილი, თინა ჩხიკვიშვილი.

გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ  ვისაც  ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია,  საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება. მივესალმები „ლიბერალური კვალის“ ინიციატივას და ვფიქრობ, ამ საქმეში აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის თანადგომაც“ - აღნიშნა მონაწილე მხატვარმა თემო ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლიბერალურმა კვალმა“ საქველმოქმედო აქცია გაზაფხულზეც მოაწყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეულნი. წარმოდგენილი იყო  ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40-მდე ნამუშევარი. ესენი არიან: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჭკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა და ანრი აბაშელი.