სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა წარუდგინა.
პენიტენციურ სისტემაში ფუნდამენტური რეფორმა იწყება. სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი მართვის მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.
იზრდება სისტემის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, ამავდროულად რეფორმის შედეგად არ მოხდება კადრების შემცირება;
უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის სეტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემის მთელი პერსონალი სახელმწიფოს ხარჯზე გადამზადება, ხოლო კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ.
რეფორმა, ასევე, ითვალისწინებს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტარდატებზე გადასვლას.იგეგმება სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.
„ვიმედოვნებ, ჩვენ მიერ დაწყებული რეფორმა იქნება წარმატებული და ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ნდობას სისტემისადმი. ჩვენი სურვილია, რომ რეფორმამ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია.“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რეფორმის განსახორციელებლად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და 30-მდე კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. რეფორმაზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნა, როგორც თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.