სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანმა თურქეთის სამედიცინო დაწესებულების „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებმა ქართველ მედიკოსებთან ერთად კონფერენციას გამართეს.
მედიკოსებმა შეხვედრისას სიმსივნით დაავადებული რამდენიმე პაციენტის ავადმყოფობის ისტორია განიხილეს. კონფერენციაზე ექიმებმა დაავადების დაძლევის საჭირო გზებზე იმსჯელეს და შეიმუშავეს. გარდა ამისა, „ანადოლუს“ სპეციალისტებმა სიმსივნით დაავადებულებს უფასო კონსულტაციები შესთავაზეს.
ანადლოუს სამედიცინო ცენტრი მოქმედებს პრინციპით “საავადმყოფო საავადმყოფოში”, რაც პაციენტს მეტი კომფორტის საშუალებას აძლევს.
კონფერენციას “ანადოლუს სამედიცინო ცენტრის” წარმომადგენლები – ონკო- ქირურგი მეთინ ჩაქმაქჩი, პროფესორი ქეიჰან ენჯინი და ქეზბან ბერბეროღლუ დაესწრნენ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ , საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ანადოლუს ექიმებთან გასაუბრების და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ეს არის რიგით მეორე კონფერენცია საქართველოში, რომელიც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ორგანიზებით ეწყობა. შარშან, 15 ივნისს გამართული კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“, რომელშიც 100 -ზე მეტი ქართველი ექიმი-სპეციალისტი მონაწილეობდა და უფასო კონსულტაცია „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებისგან საქართველოში მცხოვრებმა 50-მდე პაციენტმა მიიღო.