შაბათს, 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანი „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტები საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ, ამასთან, პაციენტებს ანადოლუს სამედიცინო ცენტრის ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა მიეცემათ.
თურქული სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტების განმარტებით, ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა და ინოვაციური მეთოდიკით მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამაღლებს.
პაციენტებთან შეხვედრამდე 11:00 საათზე ცენტრის წარმომადგენლები ქართველ მედიკოსებთან ერთად კონფერენციას გამართავენ.
მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას განიხილება სიმსივნით დაავადებული რამდენიმე პაციენტის ავადმყოფების ისტორია. კონფერენციის ფარგლებში მონაწილე ექიმი-სპეციალისტები შეიმუშვებენ მკურნალობის გზებსა და დაავადების დაძლევის საჭირო პროცედურებს.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყობა დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები და მედიცინის ექსპერტები.
ღონისძიებას დაესწრებიან „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები:
• ონკო-ქირურგიის დოქტორი მეთინ ჩაქმაქჩი
• მედიცინის დოქტორი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი ქეიჰან ენჯინი
• ბირთვული მედიცინი დოქტორი ქეზბან ბერბეროღლუ
შეგახსენებთ, რომ ეს არის რიგით მეორე კონფერენცია საქართველოში, რომელიც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ორგანიზებით ეწყობა. შარშან, 15 ივნისს გამართული კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“, რომელშიც 100 -ზე მეტი ქართველი ექიმი-სპეციალისტი მონაწილეობდა და უფასო კონსულტაცია „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებისგან საქართველოში მცხოვრებმა 50-მდე პაციენტმა მიიღო.