ერთად დავეხმაროთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს!
პარასკევს, 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე „გალა გალერეაში“ (მის: ათონელის 27) გაიმართება ცნობილ ქართველ მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“. საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე მხატვრები. გამოფენაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
ღონისძიების მიზანია, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 ცნობილი ქართველი მხატვრის 55 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: თუთუ კილაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთი დავლიანიძე, კოტე ჯინჭარაძე, ცისია კილაძე, ნინო ჭილაშვილი, მურთაზ შველიძე, ვატო წერეთელი, უშანგი ხუმარაშვილი, ზურა აფხაზი, კოტე სულაბერიძე, ზურაბ გიკაშვილი, კოკა ცხვედიანი, მურთაზ შველიძე, მიშა გოგრიჭიანი, თემო ჯავახიშვილი, თინა ჩხიკვიშვილი.
გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.
შეგახსენებთ, რომ „ლიბერალურმა კვალმა“ საქველმოქმედო აქცია გაზაფხულზეც მოაწყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეულნი. წარმოდგენილი იყო ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40-მდე ნამუშევარი. ესენი არიან: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჭკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა და ანრი აბაშელი.