„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის ფერდობზე საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის ფერდობზე საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ, 9 ოქტომბერს, დილიდან, ნუცუბიძის ფერდობზე, II მ/რაიონში, 575-ე ნიშნულზე მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რაც აღნიშნული ობიექტის წყლისგან დაცლას ითხოვს.

რეზერვუარში საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 9 ოქტომბრის დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

•       ვაჟა-ფშაველასა და ალ. ყაზბეგის გამზირების ნაწილს

•       ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს და III კვარტლის მცირე ნაწილს

•       ნუცუბიძის, ქავთარაძისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს, მარგიანის, გურიელის, გამრეკელის, ჩიქოვანის, ზაქარიაძის, დელისისა და დელისის I, II, III ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 9 ოქტომბრის ღამის 12 საათიდან, საპროფილაქტიკო სამუშაოების დასრულებისთანავე.