სახელმწიფო დაფინანსებით გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე 16 სოფელში : ახალუბანში, ფცაში, ქვემო შაქშაქეთში, ვაკეშ, ახალშენში, გორაკაში, ხვითში, თვაურებში, ყარაფალაში, სარიბარში , ზადიაანთაკში, ჩორჩანაში, წაღვლში, ყობში, საკორინთლოსა და პანტიანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
მას შემდეგ, რაც ქსელის მართვის უფლებას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოიპოვებს , გაზ გამანწილებელ ქსელზე უფასოდ მიერთების საშუალება 1597 კომლს მიეცემა.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 19 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში,სულ გაზიფიცირდება 13 375 კომლი.
სოფლების მოსახლეობას სახლებამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.
გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.