პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კიდევ 8 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
პრობაციონერთა დასაქმებამდე, თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა რვავე მათგანის რისკები და საჭიროებები.
შესაბამისი შეფასებების გათვალისწინებით, ყველა პირობით მსჯავრდებულთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პრობაციონერები სამშენებლო ობიექტზე სხვადასხვა სახის დამხმარე სამუშაოს ასრულებენ. მათი დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენს.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე წელს, უკვე 124 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.