საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზა ოლეკას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა იუოზა ოლეკასთან საქართველო-ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის სამხედრო წრთვნებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ჩაატარებს.
მხარეებმა ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემულ თანამშრომლობის პაკეტზეც იმსჯელეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ