ტარიფების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფი კომერციული მომხარებლებისთვის მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში, ხოლო საშუალო ძაბვაზე - 1.25 თეთრის ოდენობით შემცირდა.
შემცირებული ტარიფით ბიზნესი 1-ელი სექტემბრიდან სარგბელობს და ერთ თვეში კომერციული ტარიფის შემცირებით საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორმა დაახლოებით 1 მილიონი ლარი უკვე დაზოგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა სამინისტროსა და კომპანიებს მოლაპარაკებების შედეგად მათთვის ვინც თვეში 0დან - 300 კლვტ სააათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 2013 წლის პირველი იანვარს ერთხელ 21-27%ით უკვე შემცირდა. 2013 წლის პირველ მარტს 5თეთრით გაიაფდა ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურიც.
ტარიფების შემცირებით ჯამში საქართველოს მოსახლეობამ ყოველ წლიურად ათობით მილიონ ლარს ზოგავს.