სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები და ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები პესტიციდებისა და სასუქების იმპორტიორებს და სარეალიზაციო ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სარეალიზაციო ქსელში არსებული პესტიციდებისა და სასუქების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები.
სააგენტოს წარმომადგენლები ქსელიდან პერმანენტულად იღებენ ნიმუშებს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიებს უგზავნიან. მიმდინარე წელს დაგეგმილია 120 პესტიციდისა და 58 აგროქიმიკატის ნიმუშის შესყიდვა და ლაბორატორიული კვლევა. დღეისათვის აღებულია 36 ნიმუში სამცხე-ჯავახეთის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის რეგიონებიდან. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებულია 6 ბიზნესოპერატორი.
პროგრამა ითვალისწინებს ქსელში არსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლს და მისი მიზანია არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, გამოსაყენებლად უვარგისი ქიმიკატების რეალიზაციის აღკვეთა.
I სინქრონი - ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი
2 სინქრონი - ზურაბ ლიპარტია - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი
3 სინქრონი - ზურაბ ლოლაძე - "სინგენტა აგროს" წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.