დღეს, 3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში რობერტ კაპას გამოფენა სახელწოდებით „ქართული დღიურები, რობერტ კაპა საქართველოში" გაიხსნება.
მე-20 საუკუნის ლეგენდის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო „მაგნუმის" დამაარსებლის რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია თიბისი ბანკის კოლექციის ნაწილია. ფოტოები 1947 წელს, რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის დროსაა გადაღებული.
რობერტ კაპას გამოფენა „თბილისის ფოტო ფესტივალის" ფარგლებში იმართება და ის 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გთხოვთ მობრძანდეთ!
მის: მარჯანიშვილის 7, IV სართული, თიბისი გალერეა