სამინისტრომ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ხუთი გრანტი გასცა

სამინისტრომ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ხუთი გრანტი გასცა

ხუთი ახალი გადამამუშავებელი საწარმო აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში აშენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში პირველი ხუთი გრანტი გასცა:

ახალ, ხილის გადამამუშავებელ საწარმოს შპს „კტმ აგრო ქედა“  ქედაში, აჭარის რეგიონში 1 მილიონ დოლარად ააშენებს.

გურიაში, ოზურგეთის რაიონში შპს „ანასეულის ექპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა“ ხილის გადამამუშვებელ საწარმოს 971 961 აშშ დოლარად ააშენებს.

შპს „ჯი.ენ.კომპანი“ სამეგრელოშოში, ზუგდიდის რაიონში თხილის მეორადი გადამამუშავებელი საწარმოს  გახსნისთვის 557 412 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შპს „კტმ აგრო ჩოხატაური“  გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობისთვის  1 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში კიდევ ერთი თხილის გადამამუშავებელი საწარმო 430 000 აშშ დოლარად აშენდება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ განხორციელება თებერვლიდან დაიწყო.   მისი მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია.

დაფინანსებული  პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის  ღირებულების მინიმუმ 10 % - ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 40 % –ს,  დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი  საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებით მიიღებს.

სოფლის მეურნეობის პორექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია ახალი საწარმოების შექმნა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა.  პროექტი ხელს შეუწყობს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.