სასჯელაღსრულების 6 დაწესებულებაში განთავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს კურსის შესახებ ესაუბრნენ.
პროგრამა სამთვიან კურსს მოიცავს, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულები ფსიქოლოგთან და სამოქალაქო განათლების ტრენერთან ერთად სხვადასხვა თემაზე იმუშავებენ. კურსის მიზანი, გათავისუფლების შემდეგ, გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციაა. პროექტში ის მსჯავრდებულები ჩაერთვებიან, რომელთაც სასჯელის დასრულებამდე 4 თვემდე პერიოდი დარჩათ. კურსის გავლის შემდეგ, ჯგუფის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. პროგრამა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმდინარეობს.