საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს ჰელენ კლარკს შეხვდა. მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრიგანიხილეს, მათ შორის იყო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მავთუხლართების და ხელოვნურ ბარიერებს მიღმადარჩენილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებაჰქონდეს. საუბრისას ყურადღება კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს როლზეც გაამახვილეს, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში.
საუბარი შეეხო ქვეყნაში ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობასა და შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობის შემცირების აუცილებლობას.
როგორც ჰელენ კლარკმა აღნიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოში ინვესტიციების ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გიორგიმარგველაშვილმა და ჰელენ კლარკმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებზეც იმსჯელეს. განხილულ თემებს შორის ასევე იყო სამუშაო ადგილების შექმნის,უმუშევრობის შემცირების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის ახალი შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხები.
ჰელენ კლარკი საქართველოში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ოფიციალური ტურის ფარგლებში იმყოფება.