MBC- ფართოვდება და კომპანია საუკეთესო პირობებს ახლა უკვე გლდანის მაცხოვრებლებს სთავაზობს. ახალი სერვის ცენტრი გლდანში, ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვეკუას N12-ში მდებარეობს.
ახალი ფილიალის გახსნის პარალელურად MBC - მაცხოვრებლებს საჩუქარს უკეთებს და ნებისმიერი ადამიანი 30 ოქტომბრამდე ახლად გახსნილ ფილიალში შეძლებს კომუნალური და სხვა გადასახადები უფასოდ ( საკომისიოს გარეშე) გადაიხადოს.
“ჩვენი ახალი სერვის ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს როგორც საკრედიტო ასევე საოპერაციო მიმართულებით, კერძოდ: იპოთეკურ, ბიზნეს, ავტო სესხებს, ოქროს ლომბარდს, ფულად გზავნილებს, კომუნალური და სხვა გადასახადების მომსახურებას და ა.შ. ჩვენთან საუკეთესო პირობებია, კლიენტებისათვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი,” - განმარტავს კომპანიის საოპერაციო განყოფილების უფროსი ეთერ ჩაჩიბაია.
სააქციო საზოგადოება “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” 2012 წელს დაფუძნდა. ამ დრომდე კომპანიას თბილისის მასშტაბით გახსნილი აქვს სამი სერვის ცენტრი. საბურთალო - სულხან ცინცაძის ქ.N41 ( ყოფილი საბურთალოს ქუჩა) დიდუბე - გიორგი ცაბაძის ქ.N15 და ახლად გახსნილი გლდანის სერვის ცენტრი ვეკუას ქ.N12.
http://mbc.com.ge